იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1910 წელს დაარსდა. 1943 წელს მას თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა.

 

იოსებ გრიშაშვილი (1889-1965) — საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 

 

იიოსებ გრიშაშვილის სახელობის მუზეუმი განთავსებულია ძველი თბილისის ისტორიულ შენობაში - ქარვასლაში, რომელიც XIX საუკუნეს პირველ ნახევარში აშენდა, 1650 წელს აგებული ქარვასლის საძირკველზე. 

 

მუზეუმის ფონდებში თბილისის ისტორიისა და კულტურის ამსახველი 50 000 - ზე მეტი ექსპონატია დაცული, IV ათასწლეულიდან დღევანდელ დღემდე: არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა. მუზეუმში წარმოდგენილია ფოტოსურათების და საარქივო საბუთების უმდიდრესი კოლექცია, ასევე ქართველ და უცხოელ მხატვართა ნამუშევრები.

 

2004 წელს მუზეუმი შევიდა ქართული ეროვნული სამუზეუმო კომპლექსის შემადგენლობაში.

ქარვასლა
თბილისი, სიონის 8
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ძველი თბილისი
(+995 32) 298 22 81
info@museum.ge
  10:00 - 18:00
ივენთები ამ ადგილას
There are no events now
თაქთაქიშვილის 13
შარდენის ქ. 10
კუს ტბის შესასვლელი