ტურგიდი
ახალი წელი 2018 | თბილისი

 

 

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 23 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გაგრძელდება. დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი გაიხსნება, სადაც მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი და ხის ნაკეთობათა სახელოსნო. ასევე გაიმართება ქართველი მუსიკოსების კონცერტები.

 

 

25 დეკემბრიდან მთაწმინდის პარკში დაიწყება საახალწლო ზეიმი, სადაც იქნება მრავალი გასართობი ღონისძიება: თოჯინების თეატრი, ანიმატორები, ჯამბაზები და მიმები, ილუზიონისტის შოუ, საცირკო და თეატრალური წარმოდგენები და პრიზების გათამაშება.

 

 

"ახალი ტფილისი" დაეთმობა საახალწლო ბაზრობას, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული წარმოების პროდუქცია. გამოფენა გაგრძელდება 7 ინვრამადე. სამუშაო საათები: ყოველდღე 12:00 - 23:00.

 

 

28 დეკემბერს ვაკის პარკი უმასპინძლებს სტუმრებს ახალი წლის გასართობი პროგრამით, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. 13:00 საათიდან დაიწყება საბავშვო პროგრამა, ხოლო 18:00 საათზე გაიმართება მუსიკალური კონცერტი ქართველი მომღერლების მონაწილეობით.

 

28 - 31 დეკემბერს თბილისის ქუჩებში მოეწყობა სანტა კლაუსების ველო მსვლელობა.

 

 

31 დეკემბერს, 23:00 საათზე საახალწლო გალა-კონცერტი დაგეგმილია თბილისის სხვადასხვა უბანში:

ვარკეთილი - მედიათეკის მიმდებარე სკვერი

გლდანი - "სითი მოლი გლდანი"-ს ავტოსადგომი

ძველი თბილისი - ვარდების მოედანი

 

 

ბავშვებისთვის

 

30 დეკემბრამდე კონტაქტური ზოოპარკი "ფაუნალენდი" ბავშვებს უმასპინძლებს
საახალწლო პროგრამით. სანტა და ფიფქია მოაწყობენ მინი დისკოს, საინტერესო კონკურსებს, ექსკურსიას და სამახსოვრო ფოტოსეიას პატარა სტუმრებთან ერთად.

 

 

25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე საახალწლო ღონისძიებები მოეწყობა ბავშვთა გასართობ ცენტრში "თბილიქიდს" და "შუმბა ლენდ", ზალიკოს ცენტრში და ვენდისში. 27-28 დეკემბერს საკონცერტო დარბაზში "მოზაიკა" გაიმართება მიუზიკლი "ოცნების ქალაქი".

 

 

6, 7 და 9 იანვარს თბილისის ცირკი გთავაზობთ საახალწლო საოჯახო წარმოდგენას, 30 დეკემბერს კი ბასტი ბუბუ იზრუნებს ბავშვების მხიარულ განწყობაზე.

 

6 იანვარს ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყობა საახალწლო წვეულება (13:00-15:00). ბავშვებს უმასპინძლებს თოვლის ბაბუა, ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების გმირები. ასევე დაგეგმილია ძველი ქართული თამაშები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები. ამის გარდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.   

 

13 და 14 იანვარს საკონცერტო დარბაზში "მოზაიკა" გაიმართება ანიმაციური შოუ-სპექტაკლი "მაშა და დათვი".

 

 

თბილისის თეატრების მრავალფეროვანი რეპერტუარი პატარა მაყურებელს საახალწლო წარმოდგენებს სთავაზობს (აფიშა).

 

ახალი წელი 2018 | ბათუმი 

ახალი წელი 2018 | ქუთაისი

ახალი წელი 2018 | რეგიონები

 

FEELCITY
25.12.2017
198