დამთავრებულია
Art
გიგო გაბაშვილი 155
X

Distance:
Km

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვარ გიგო გაბაშვილის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მისი ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები და ხელნაწერები.

 

ექსპოზიციაზე ასევე იხილავთ მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქციას მისი ავეჯითა და პირადი ნივთებით. ექსპონატთა ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

 

გიგო გაბაშვილის ხელოვნება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით:  ბატალური ჟანრი, პორტრეტი, პორტრეტი-ტიპი, ქალაქის სცენები, პეიზაჟი და ნატურმორტი.

 

მხატვრის ნამუშევრების უმეტესი ნაწილი ინახება თბილისის ხელოვნების მუზეუმში, დანარჩენი ნახატები კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.

 

გამოფენა გაგრძელდება 14 მარტამდე.

0/5
views
77