დამთავრებულია
თეატრი
ოპერა "ფანტაზია"
20:00
X

Distance:
Km

კონცერტს უხელმძღვანელებს მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებული მაესტრო - დანიელ ორენი. იგი ცნობილია დირიჟორობის გამორჩეული მანერით, მრავალწლიანი გამოცდილებით მსოფლიოს სხვადასხვა ოპერებსა და ორკესტრებში.

 

2018 წლიდან დანიელ ორენი გახდება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური დირექტორი.

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი შეასრულებს საოპერო უვერტიურებს და ფრაგმენტებს ვერდის ოპერიდან: "ბედის ძალა", "დონ კარლოსი", "ტრუბადური", "ტრავიატა", "მაკბეთი", "აიდა"; ასევე როსინის, ბიზეს, პუჩინის და მასკანის ოპერებიდან.

 

ფასი: 20 ლარიდან

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოპერის სალაროებში ან tkt.ge.

0/5
views
38