დამთავრებულია
Art
საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში
X

Distance:
Km

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო-დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენას.

 

საქართველოს ეკლესია V საუკუნიდან დამოუკიდებელი იყო, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ საქართველოს ჯერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (1801), შემდეგ კი ეკლესიის ავტოკეფალია (1811) გააუქმა.  1917 წელს  რუსეთის ხელისუფლებამ თავიდან აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალები ასახავს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საუკონოვან გზას. ასევე გამოფენილი იქნება ძველი და ახალი საეკლესიო ნივთები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ აღდგა და გრძელდება საქართველოში ილია II-ის წინამძღოლობით მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ხელოვნების განვითარება.  

 

გამოფენა გაგრძელდება 30 იანვრამდე.

0/5
views
56