დამთავრებულია
Art
ამერიკელი ხელოვანების ფოტოგამოფენა
20 Jan - 15 Feb 2018
11:00 - 18:00
X

Distance:
Km

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კანადელი, ამერიკელი და ქართველ-ამერიკელი თანამედროვე ხელოვანების ერთობლივი ფოტო-პროექტი "ხის მეჩეთები: ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში". გამოფენილი ფოტომასალა ასახავს აჭარაში არსებული ხის მეჩეთების ისტორიას და ხაზს უსვამს კავკასიის რელიგიურ მრავალფეროვნებას.

 

პროექტის ავტორი სიუზან ჰერი-ბრენდტსი - კანადელი ურბანისტი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის დოქტორანტობის კანდიდატი, იკვლევს სამხრეთ კავკასიის არქიტექტურულ და ურბანულ პოლიტიკას.

 

ენჯელა ვილერი - ჰარვარდის დიზაინის სკოლის ასპირანტი, იკვლევს მემკვიდრეობას, ეროვნულ იდენტობას და არქიტექტურის ისტორიას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.

 

ვლადიმერ შიოშვილი - ქართველ-ამერიკელი ფოტოგრაფი, იკვლევს ქუჩის ხელოვნებას და თბილისის ურბანულ ტრანსფორმაციას.  

 

დასწრება თავისუფალია.

 

ადგილი: თანამედროვე ხელოვნების სივრცე (გამსახურდიას ქ., 1/5)

0/5
views
133