დამთავრებულია
Art
მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა. გრაფიკული ნამუშევრები
10:00 - 18:00
X

Distance:
Km

პირვლად თბილისში, მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფლორენციელი გენიოსის მიერ ფანქრით შექმნილი სახეები და სხეულები (ხელის ესკიზი ფრესკისთვის "ადამის შექმნა" და ფიგურები ფრესკისთვის "სამოთხიდან განდევნა"), შესაბამისი ფრესკების ვიდეოგამოსახულებებთან ერთად.

 

ჩანახატები გამოირჩევა ორიგინალურობითა და დინამიზმით. ისინი შეიქმნა სიქსტეს კაპელას ჭერისა (1508-1512წწ.) და კედლის ფრესკისთვის „უკანასკნელი სამსჯავრო" (1535-1541წწ.) და აღიარებულია სილამაზის სიმბოლოდ და შედევრად.

 

მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564) - რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი.

 

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად".

 

ფასი: 7 ლარი

(სტუდენტი - 1 ლარი; სკოლის მოსწავლე - 0.5 ლარი; ბავშვები 6 წლამდე - უფასო)

0/5
views
175