დამთავრებულია
Art
ზურაბ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა
10:00 - 18:00
X

Distance:
Km

გამოფენაზე წარმოდგენილი 27 ექსპონატი გამოირჩევა ორგანული კავშირით მითოსსა და პოეზიასთან. მხატვრულ ნამუშევრებთან ერთად ექსპოზიციაზე იხილავთ ქანდაკებას სახელწოდებით: „სიყვარულის ხე", რომელიც შესრულებულია მინაზე ლაზერული კვეთის მეთოდით.

 

გამოფენა ეძღვნება ზურაბ კალანდაძის 65 წლის იუბილეს. წარმოდგენილი ნამუშევრები შექმნილია 2002-2012 წლებში.

 

ზურაბ კალანდაძე - ჰოლანდიის პროფესიონალ მხატვართა კავშირის (BBK) და იუნესკოს პარტნიორი ორგანიზაციის - ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის (IAA) წევრია. მონაწილეობა აქვს მიღებული ორასამდე გამოფენაში. მხატვარი ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით.

 

ფასი: 7 ლარი

(სტუდენტი - 1 ლარი; სკოლის მოსწავლე - 0.5 ლარი; ბავშვები 6 წლამდე - უფასო)

0/5
views
80