დამთავრებულია
თეატრი
"ჩეხოვის ღიმილი"
10 Feb
20:00
X

Distance:
Km

სპექტაკლი დადგმულია ანტონ ჩეხოვის ორი კომედიური მოთხრობის მიხედვით: „ჩინოვნიკის სიკვდილი“ და “ფიცხი ადამიანის ჩანაწერები“.

 

პირველი მოქმედება - "ჩინოვნიკის სიკვდილი".
საშუალო დონის ჩინოვნიკი - ჩერვიაკოვი მოიპოვებს ბილეთს წარმოდგენაზე, რომელიც თეატრ „არკადიაში“ გაიმართება. თეატრში, წარმოდგენის მსვლელობის დროს, ჩერვიაკოვი დააცემინებს... ერთი ბილეთი და ერთი დაცემინება აღმოჩნდება საბედისწერო. 


მეორე მოქმედება - ფიცხი ადამიანის ჩანაწერები.
ახალგაზრდა კაცი - ნიკოლაი ანდრეევიჩი ცდილობს დისერტაციაზე მუშაობას. მას ხელს უშლის მეზობლის ქალიშვილი მაშენკა. თეატრ „რუსთაველის 19“ სცენაზე იხილავთ კომედიას, როგორ ძალადობს ოჯახის შექმნის იდეით შეპყრობილი ქალი ნიკოლაი ანდრეევიჩზე. 

 

წარმოდგენა ეძღვნება თეატრის "რუსთაველი 19" სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს სახალხო არტისტის სანდრო მრევლიშვილის 77 წლის იუბილეს.

 

ადგილი: თეატრი "რუსთაველის 19"

ფასი: 10 ლარი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ონლაინ

0/5
views
90