დამთავრებულია
თეატრი
"კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
12:00 | 15:00
X

Distance:
Km

XX საუკუნის ერთ–ერთი უღირსშესანიშნავესი პროზაიკოსის, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" სცენურ ვერსიაში სრულიად არის შენარჩუნებული ავტორისეული პათოსი: ადამიანი წარმოსახვის, ფანტაზიის, კულტურული ფასეულობების გარეშე კარგავს თავის ძალას და უაზრო პრაგმატიზმის ამარა რჩება. ვასილ კეჟერაძის ატელიეში მაყურებელთა თვალწინ იშლება ერთგვარი ირეალური თუ იდეალური სამყაროს მოდელი, სადაც დიდი ლიტერატურის გმირები ცხოვრობენ.

 

აქ შესაძლებელი ხდება ადამიანთა სულიერი აღზრდა და ვითომდა სოციოლოგ– მკვლევარების ვიწრო ჩინოვნიკური არსებობისათვის ნიღბის ჩამოხსნა. აქ მათი ნამდვილი სახის გაქილიკებაც არის შესაძლებელი. სპექტაკლის ავტორთა სურვილია, რაც შეიძლება მრავლად იყვნენ ქვეყნად კაცები, რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურა.

 

ასაკი: 12+

ხანგრძლივობა: 1სთ 10 წთ

ფასი: 6 ლარიდან

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ონლაინ

0/5
views
1382