დამთავრებულია
თეატრი
"სევილიელი დალაქი"
15:00
X

Distance:
Km

„სევილიელი დალაქი”  საოპერო თოჯინური სპექტაკლია და განსაზღვრულია თეატრის ყველაზე პატარა მაყურებლისათვის. ეს არის  არაჩვეულებრივი მუსიკის,  უნიკალური შემსრულებლებისა და გასაოცარი თოჯინების სინთეზი! ასეთი საოპერო თოჯინური სპექტაკლი ბავშვებისათვის პირველად შეიქმნა საქართველოში! 

 

სევილია ესპანეთის მზიანი და მჩქეფარე მხარეა, იქ ბევრი გონებამახვილი და მოხერხებული ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ფიგარო, პროფესიით დალაქი.

 

ეს მოხერხებული სევილიელი დალაქი ძალიან სახალისო და რომანტიულ ისტორიას წარმოგვიდგენს, სადაც გრაფ ალმავივასა და მშვენიერ როზინას უყვართ ერთმანეთი და მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, ფიგაროს დახმარებით, ახალგაზრდების  სიყვარული  ქორწილით სრულდება...

 

ზღაპარში ხომ ყოველთვის სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს.

 

რეჟისორი — ბესო კუპრეიშვილი

მხატვარი — ვახტანგ ქორიძე

ქორეოგრაფი — გია მარღანია

მუსიკალური ადაპტირება — გური ზაქარეიშვილი

მუსიკალური ადაპტირება — ზურაბ გაგლოშვილი

მუსიკალური ადაპტირება — ირაკლი ათანელიშვილი

 

მონაწილეობენ: კოტე თოლორდავა, ნინო პაპიაშვილი, მაია მალხაზიშვილი, ედმონ გაბედავა, ნიკოლოზ დონი, ნინო მანაგაძე, თამარ სოროკინა, დენ ხლიბოვი, ანა ლეჟავა,

0/5
views
1343