დამთავრებულია
თეატრი
"ღმერთო, რისთვის?"
19:00
X

Distance:
Km

ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით

 

მაყურებლის თვალწინ თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან - იგი იხსენებს თავის თმაჭაღარა დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების „წყალობით“ თორმეტწლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ სიყვარულს, რომელმაც ტკივილი მიაყენა, თბილისელი კოლორიტი ვანიჩკა ბიძია და მეგობრობა ძველ თბილისურ იტალიურ ეზოში.

 

სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან... ღმერთო რისთვის? სევდიანი განშორების შემდეგ დგება დრო, როდესაც 20 წლის მიტო დედას ესაუბრება, ის 20 წლისაა არც დიდია და არც პატარა, მაგრამ ცხოვრება კიდევ კარგა ხანს გაუჭირდება...

 

ხანგრძლივობა: 1სთ 10 წთ

ფასი: 7 ლარიდან

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ონლაინ

 

0/5
views
1513