დამთავრებულია
ტურგიდი
ფესტივალი "ქიზიყური გაზაფხული"
31 May
12:00
X

Distance:
Km

ფესტივალი "ქიზიყური გაზაფხული" - წნორის სკვერი - კახეთი


2015 წლის საგაზაფხულო ფესტივალის სლოგანია - ერთად აღვადგინოთ წნორის კულტურის სახლი! ფესტივალი ტარდება წელიწადში ორჯერ –შემოდგომით და გაზაფხულზე.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:


- კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოხატვა - Street Art; 
- თოჯინების თეატრის წარმოდგენა ღია ცის ქვეშ;
- წნორის შადრევანზე მოზაიკის დაგება; 
- ფოლკლორული მუსიკა ''ქიზიყი''; '' მეცამეტე თვის პოეტები'';
-ნახატების გამოფენა ღია ცის ქვეშ;
- კინოჩვენება: ჩარლი ჩაპლინის ''ახალი დრო'', ''ბავშვი''
- წნორის კულტურის სახლის არქივში დაცული მასალების გამოფენა; 
- ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა: ნუკრიანის სახელოსნოების ნაწარმი, თაფლის ნატურალური პროდუქტები; თიხის ნაწარმი; ადგილობრივი ფანდურები.

- საბავშვო სექციები;
- ეკოლოგიური აქცია; მეორადი ნარჩენების დახარისხებისა და გამოყენების ვორქშოფი;
- ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ; 
- სპორტული აქტივობები: ფეხბურთი; ჭადრაკი. 
- ღია კაფე - ტრადიციული და არატრადიციული (ინდური,ჩინური რუსული) კერძებით და უფასო კომპოტით.

ფესტივალის ორგანიზატორია "სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative".

0/5
views
1293