დამთავრებულია
ტურგიდი
Critical Mass Tbilisi
20:00
X

Distance:
Km

26 ივნისს გაიმართება პერმანენტული მსვლელობა Critical Mass. 


მსვლელობით ველომოყვარულები პატივს მიაგებენ 13 ივნისს მომხდარი კატასტროფის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას და საერთო თანადგომას გამოხატავენ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ტრაგედიის დღიდან დაუღალავად შრომობდნენ, თავიანთი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად. გმირთა მოედნიდან დაღუპულთა ხსოვნისთვის მონაწილეები გაუშვებენ მანათობლებს.


მსვლელობაში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ყველა ველომოყვარულს


Critical Mass არის ყოველთვიური ველო-მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. როგორც წესი, იმართება მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში ყოველი თვის ბოლო პარასკევს. ჯგუფური მსვლელობის მიზანია, გავაგებინოთ ავტომანქანის მფლობელებს, რომ ახლა ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო სივრცე და მოვთხოვოთ მათ დამატებითი სიფრთხილე სანამ ველოსიპედისტები იმოძრავებენ.


Facebook: https://www.facebook.com/events/109784196027498/ 


 შეკრების ადგილი: ვაკის პარკის მთავარი შესასვლელი, 20:00

5/5
views
1511