დამთავრებულია
კონცერტი
საქველმოქმედო კონცერტი ''ცა მეტია, ვიდრე 13''
21:00
X

Distance:
Km

15 ივლისს, 21 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო საერთაშორისო სოლიდარობის აქცია სახელწოდებით ''ცა მეტია, ვიდრე 13'', გაიმართება.


აქციის ფარგლებში როკ და პოპ კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 24 ცნობილი ქართული ბენდი მიიღებს. მათ შორის ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი ''Uriah Heep'' -ის დამფუძნებელი და მთავარი კომპოზიტორი კენ ჰენსლი, რომელიც ქართველ მუსიკოსებთან ერთად ''Uriah Heep'' -ის რამოდენიმე ცნობილ ჰიტს შეასრულებს. 

კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართული შემსრულებლები და ბენდები: LOUDspeakers, VANILLA CAGE, სუხიშვილები, ელენე კალანდაძე და ბენდი, ახმეტელის ბენდი, BLUES FACTOR, ბაკურ ბურდული, INNER HISS, ვაკის პარკი, THE JET BIRD, ფრანი, SHELBY, ნიკა კაჩაროვი, THE PULSE, რობი კუხიანიძე, SKYPOOL, სინათლის წელიწადი. THE BEARFOX, ნატალია ქუთათელაძე, SOPHIE VILLY, FRIENDLY MOSQUITO.

საერთაშორისო სოლიდარობის აქციის ტრანსლირებას ტელეკომპანია ''იმედი'' უზრუნველყოფს პირდაპირ ეთერში. კონცერტის მსვლელობისას ჩატარდება საქველმოქმედო ტელემარათონი. 



ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&

ღირებულება - 10 ლარი

0/5
views
1245