დამთავრებულია
IQ
გია მაჩაბელი: "კიბორჩხალას ნისლეულის მაღალსიხშირული გამოსხივება"
13:00
X

Distance:
Km

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015.


კვირეულის ფარგლებში, 14 ნოემბერს, 13:00 საათზე, ''ექსპო ჯორჯიას'', მე-4 და მე-5 საგამოფენო პავილიონებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ემერიტუსი გია მაჩაბელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:  "კიბორჩხალას ნისლეულის მაღალსიხშირული გამოსხივება".


კიბორჩხალას ნისლეული ჩვენი გალაკტიკის ყველაზე გამორჩეული ობიექტია. ის ყველა ჩვენთვის მისაწვდომ დიაპაზონში ასხივებს და მის მიერ გამოსხივებული სიმძლავრე რეკორდულია. ამავე დროს, ის ჩვენი გალაკტიკის ყველაზე "ახალგაზრდა" ობიექტია, ჯერ 1000 წლისაც არ არის. მისდამი ინტერესი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს: ასტრონომებს, ქიმიკოსებს, ისტორიკოსებს და ყველა განხრის ფიზიკოსებს. კიბორჩხალას ნისლეულის შესწავლამ მეცნიერება უდიდეს ფუნდამენტურ აღმოჩენებამდე მიიყვანა. 


ლექცია ადრეულ აღმოჩენებსა და ახალ გამოწვევებს ეხება. 

დასწრება თავისუფალია.


ადგილმდებარეობა: ''ექსპო ჯორჯიას'' მე-4 და მე-5 საგამოფენო პავილიონები (წერეთლის გამზ. №118

0/5
views
1220