დამთავრებულია
თეატრი
"საუკუნის მკვლელობა"
15:00 | 18:00 | 19:00
X

Distance:
Km

 

სპექტაკლში ''საუკუნის მკვლელობა'' ილია ჭავჭავაძის ცხოვრების კვალდაკვალ, ასახულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20-ს დასაწყისის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ქარტეხილები: ქართული ენის განახლება, საადგილმამულო ბანკი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, აღდგენილი ქართული თეატრი, გაზეთი ''ივერია'', საქართველოს ტერიტორიულ-პოლიტიკური ავტონომია — გზა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ, გზა 1907-ის სისხლიან 30 აგვისტომდე.
 
 
ინსცენირების ავტორი - გიორგი სავანელი
რეჟისორები - მაია ჯაფარიძე
კოსტიუმების მხატვარი - მარიამ კალანდარია
სცენოგრაფია - გიორგი სავანელი 
მუსიკალური გაფორმება - გიორგი სავანელი, ვერიკო ლებედინსკაია 
რეჟისორის თანაშემწე - აიდა როზე
 
მონაწილეობენ:
თამარ ლოლაშვილი, ასმათ ქურციკიძე, ქეთევან შერვაშიძე
 
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მოზარდმაყურელებთა თეატრის სალაროში, 
ან ვებ-გვერდზე https://biletebi.ge
ბილეთის ღირებულება - 10 ლარი
0/5
views
1284