დამთავრებულია
IQ
ნანა ექვთიმიშვილის წიგნის პრეზენტაცია
19:00
X

Distance:
Km

პრეზენტაციაზე ქართველი მწერალი და რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი აუდიტორიას თავის პირველ რომანს, ''მსხლების მინდორს'' წარუდგენს.


ნანა ექვთიმიშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი კიოლნის უნივერსიტეტის კოლეჯსა და კონრად ვულფის სახელობის კინოაკადემიაში. მისი მოთხრობები პირველად გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ ''არილში''. 2013 წელს ნანა ექვთიმიშვილმა გადაიღო ქართული მხატვრული ფილმი - ''გრძელი ნათელი დღეები'', რომელიც მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

ნანა ექვთიმიშვილის რომანი ''მსხლების მინდორი'' დაიბეჭდა ''ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის'' მიერ.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

0/5
views
1202