დამთავრებულია
IQ
ინტელექტუალური დიალოგი
18:00
X

Distance:
Km

ქართველი, რუსი, უკრაინელი და გერმანელი ინტელექტუალები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: 

წვლილი შეაქვს კულტურას, როგორც ''რბილ ძალას“ (ჯოზეფ ნაის ტერმინის მნიშვნელობით) ტრანზიციისა და ტრანსფორმაციის პროცესში? 

რომელი ახალი სივრცეები წარმოიქმნება კულტურისთვის ამჟამინდელ კრიტიკულ ვითარებაში და სად არის მათი საზღვრები?

როგორ იქმნება რეალობები, რა სტრატეგიები და ენის ფორმები გამოიყენება ამ მიზნით? 

რა შეუძლია დაუპირისპიროს კულტურამ ომს, ძალადობას, პროპაგანდის თანამედროვე მექანიზმებს, სიძულვილის ენას, მეორე მხარის დემონიზირებას? 

რამდენად ძლიერია კულტურის გავლენა, როდესაც საქმე ეხება პოლარიზებისა და პროპაგანდის შავ-თეთრი ხედვის თავიდან აცილებას? 

რა როლს ასრულებს კულტურა სოციალური მომწიფების პროცესში?

დასწრება თავისუფალია!


პროგრამა:


11 დეკემბერი
, 18. 00 დისკუსია 1: კულტურა და ცვლილება
მონაწილეები: იაროსლავ მინკინი (უკრაინა), გია ნოდია (საქართველო), ვიქტორია ლომასკო (რუსეთი), ქრისტიანე ბაუერმაისტერი (გერმანია)
მოდერატორი: გიორგი ცხადაია

12 დეკემბერი
, 18. 00 - დისკუსია 2: ინტელექტუალთა შერკინება?
მონაწილეები: ლაშა ბუღაძე (საქართველო), კატერინა ბოტანოვა (უკრაინა), შტეფან ვაკვიცი (გერმანია)
მოდერატორი: ანა სამადაშვილი

12 დეკემბერი, 20.00 - კონცერტი: მარიანა სადოვსკა (უკრაინა)
Artist Talk მარიანა სადოვსკასთან. მოდერატორი: თამუნა გურჩიანი. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

0/5
views
1123