დამთავრებულია
თეატრი
''გორდა''
19:00
X

Distance:
Km

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ოპერის განახლებულ შენობაში, პირველ საბალეტო პრემიერას - დავით თორაძის ''გორდას'' 2016 წლის 12 თებერვალს წარმოადგენს.

 

''გორდას'' აღდგენის ინიციატივა საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. ''გორდას'' დეკორაციები მხატვარ დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი - ანა კალატოზიშვილს. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.

წამყვან პარტიებს შეასრულებენ იგორ იებრა დავით ანანელი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, ნუცა ჩეკურაშვილი, ფილიპ ფედულოვი.

 

 

გორდა — იგორ იებრა, ბორდოს და

ირემა — ნინო სამადაშვილი

ჯავარა — ლალი კანდელაკი

მამია — დავით ანანელი

 

 

გორდა — დავით ანანელი

ირემა — ეკატერინე სურმავა

ჯავარა — ნუცა ჩეკურაშვილი

მამია — ფილიპ ფედულოვი

ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი ''გორდა'' ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს ''გორდა'' ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა.

ბალეტი ''გორდა'' თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროში. 
ბილეთის ღირებულება: 25 — 150 ლარი
0/5
views
1903