დამთავრებულია
თეატრი
"სტუმარ-მასპინძელი"
20:00
X

Distance:
Km

სპექტაკლი დადგმულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით "სტუმარ-მასპინძელი".

 

დადგმა მოგვითხრობს კავკასიის მთებში ერთმანეთის მეზობლად მცხოვრებ ქისტებსა და ხევსურებზე. ნადირობის დროს შემთხვევით შეხვდნენ მუსულმანი ჯოყოლა და ქრისტიანი ზვიადაური. ჯოყოლამ ჯიხვი მოკლა და ზვიადაური სახლში დაპატიჟა, რომ ნანადირევი მიირთვან. ამ უცხო მონადირეში ჯოყოლამ ვერ შეიცნო თავისი ძმის მკვლელი, და არც ზვიადაურმა გაამხილა თავისი ვინაობა.

 

ჯოყოლას სახლში გამართული ქეიფის დროს ყველა მხიარულობდა, მაგრამ ჯოყოლას თანასოფლელები ზვიადაურში მტერს შეიცნობენ, და წაიყვანენ მოსაკლავად. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯოყოლა წინ აღუდგება თანასოფლელებს, რათა დაიცვას სტუმარ-მასპინძლობის ადათი.

 

 

ფასი: 20 ლარი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ონლაინ tkt.ge.

0/5
views
961