დამთავრებულია
თეატრი
"ემილის თავგადასავალი"
12:00 | 14:00
X

Distance:
Km

სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი ლიონერბერგელი ბიჭი ემილია. ბიჭი – ხათაბალა! ბიჭი – თავგადასავალი! ბიჭი – სიცილ–ხარხარი! ბიჭი – მოხერხება, გონიერება და სიკეთე!


 

ემილი სიკეთის,სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ ...
ხშირად გაისმის მამამისის საშინელი ხმით ღრიალი – ემილ!
ცელქია ჩვენი ემილი, მაგრამ რა ქნას, ის ხომ პატარა ბიჭია და ზოგჯერ სიანცის ნაპერწკალი აუგიზგიზდება ხოლმე; და ნეტავ, რომელი ბიჭი გაზრდილა ცელქობის გარეშე.

 

მთავარი კი ის არის, რომ ემილი არასოდეს ბოროტებას არ სჩადის – პირიქით, ებრძვის ბოროტ და ხარბ ადამიანს, რომელიც საწყალ მოხუცებს საახალწლო და საშობაო ძღვენს უმალავს. ემილი ის ბიჭია, რომელიც ზამთრის ქარბუქის მიუხედავად ექიმთან წაიყვანს მეგობარს.


 

ასაკი: 4+

ხანგრძლივობა: 1 საათი

ფასი: 6 ლარიდან

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ონლიან.

 

0/5
views
1482