დამთავრებულია
IQ
მარიამ ზალდასტანიშვილის პერსონალური გამოფენა
12:00 - 19:00
X

Distance:
Km

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ ზალდასტანიშვილის მიერ შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები და ილუსტრაციები. ავტორი თავის ნამუშევრებს საქართველოში პირველად წარმოადგენს.


მარიამ ზალდასტანიშვილმა დაამთავრა ბრუსელის სამეფო სამხატვრო აკადემია. სხვადასხვა დროს ხელოვანს შესრულებული აქვს ილუსტრაციები სხვადასხვა ქართული და ბელგიური გამოცემებისათვის. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაზე ვენაში, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში. მარიამ ზალდასტანიშვილი დაჯილდოვებულია ბელგიის სამეფოს ფრანგულენოვანი საზოგადოების პარლამენტის მიერ დაწესებული პრემიით ''ახალგაზრდა ხელოვანი 2006'', ასევე ფლობს გუსტავ კამიუს პრემიას და ბრიუსელის მუნიციპალიტეტის გრან-პრის.


დღეს ხელოვანი მოღვაწეობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც კითხულობს ლექციებს ინფოგრაფიკის და წიგნის ილუსტრაციის შესახებ.


გახსნა: 2 თებერვალი, 18:00

დასწრება თავისუფალია.

0/5
views
1271