დამთავრებულია
თეატრი
"ქალი ძაღლით"
20:00
X

Distance:
Km

სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.

 

ლევან წულაძის სპექტაკლი – ელეგია. ჩუმი, შეფარული და მოკრძალებული ჰიმნი ჩვენს ადამიანურ სისუსტეებზე: ცოლ-ქმრულ ღალატზე, წამიერ გატაცებაზე, რომელიც თურმე მთელი ცხოვრება თან გდევს. ადამიანები და თოჯინები, მომხიბვლელი არსებები საკუთარი ტკივილითა და სიხარულით. ამბავი ერთი ჩვეულებრივი საკურორტო რომანისა, რომელიც ლევან წულაძის სპექტაკლში არაჩვეულებრივ სახეს იძენს და არაჩვეულებრივად ვითარდება.

 

რეჟისორი, სცენოგრაფი — ლევან წულაძე

კომპოზიტორი — ვახტანგ კახიძე


ქორეოგრაფი — გია მარღანია


კოსტიუმების და თოჯინების ავტორი — ნინო ნამიჭეიშვილი


სიმღერებს ასრულებენ ვახტანგ კახიძე, ნანი ბრეგვაძე, ნატო კახიძე და ვოკალური ოქტეტი


ხმის რეჟისორი — მიხეილ კილოსანიძე


რეჟისორის თანაშემწე — ნინო ჟორჟოლიანი

 

მონაწილეობენ:

ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ნატა კახიძე, ბესო ბარათაშვილი

 

მეთოჯინეები:


მალხაზ გაბუნია, ზურა გაგლოშვილი, მეგი ელბაქიძე, თეონა კიწმარიშვილი, გია მარღანია, ნინო ნამიჭეიშვილი, მაია სულხანიშვილი.

 

სპექტაკლი ორ მოქმედებად
ხანგრძლივობა — 110 წუთი

ბილეთის ღირებულება — 14, 16 ლარი  

0/5
views
1131