დამთავრებულია
თეატრი
როგორც გენებოთ
20:00
X

Distance:
Km

სპექტაკლი უილიამ შექსპირის კომედიით მიხედვით დაიდგა.

სიუჟეტი მოგვითხრობს ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო; ამბავს ტყეში მიმოფანტული წმინდანების, შეყვარებულების, გარეული მხეცებისა და კაცად გადაცმული თამამი ქალწულების შესახებ. მაშინ, როდესაც ქართველები ქართულ ენაზე აამეტყველებენ შექსპირს, გლობუსი ერთ დიდ უსიერ ტყედ გადაიქცევა - გაჩერდება დრო და აღარაფერი იქნება მნიშვნელოვანი, გარდა იმ ამბისა, რომელშიც შექსპირი შეგვიტყუებს, შეგვიტყუებს, როგორც ტყეში. ამბობენ, რომ ეს პიესა, ერთი მხრივ, ყველაზე ''არაშექსპირული'' პიესაა, მეორე მხრივ კი, თითქოს და შექსპირის ყველა მომდევნო პიესის საწყისია აქ გაბნეული - თითქოს დრამატურგის მომავალ პიესათა ვარიაციაა. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს, ''ზაფხულის ღამის სიზმრის'' მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს. ეს პიესა ერთდოულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც და ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი.'' ლაშა ბუღაძე (c)

ადაპტირების ავტორი — ლაშა ბუღაძე

რეჟისორი — ლევან წულაძე
კომპოზიტორი — ვახტანგ კახიძე

მუსიკალური გამფორმებელი — ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი — გიორგი მარღანია
კოსტიუმების მხატვარი — ნინო სურგულაძე
რეჟისორის თანაშემწე — ნინო ჟორჟოლიანი

მონაწილეობენ:
ონისე ონიანი, როლანდ ოქროპირიძე, ზურაბ ბერიკაშვილი, ნიკა კუჭავა, დავით ხურცილავა, ბესო ბარათაშვილი, მალხაზ აბულაძე,
ნიკოლოზ თავაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, ნატა მურვანიძე,
ქეთევან ცხაკაია,
ქეთევან შათირიშვილი, ანკა ვასაძე, ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა.


სპექტაკლი ორ მოქმედებად
ხანგრძლივობა — 130 წუთი

ბილეთის ღირებულება:


პარტერი — 14, 16 ლარი
აივანი — 6, 10, 12 ლარი

Photo by Johan Haynes

0/5
views
960