დამთავრებულია
თეატრი
"1945"
20:00
X

Distance:
Km

სპექტაკლში გადმოცემულია ჰიტლერის ბავშვობისა და ახალგაზდრობის ებრაელებთან თანაცხოვრების წლები. ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჰიტლერის მიუწვდომელი სიყვარულია. ხელმოცარული ადოლფი მიემგზავრება პირველ მსოფლიო ომში, სადაც ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის. პოლიტიკური თამაშები მისი თავშსესაფარი ხდება. მომავალი დიქტატორის შერყეული ფსიქიკა პატრიოტიზმის მანტიას მოხდენილად ირგებს და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებულ ნაბიჯებსაც დგამს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი.

 

„1945“ სიმბოლოებით არის დატვირთული , თხრობა ეტიუდების ხერხის სახით გადმოიცემა. გამოყენებულია მინიმალური ტექსტები ებრაულ და გერმანულ ენებზე. სპექტაკლი ინტერაქტიულია და ის მაყურებლის ჩართულობას პარტერში შესვლისთანავე გულისხმობს. ორიგინალური გადმოცემის მანერა მაყურებელს საშუალებას აძლევს იყოს მოვლენების მონაწილე და განიცადოს ყველა ის ნიუანსი, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადეს ათი ათასობით ადამიანმა (с).

 

 

სპექტაკლზე მუშაობდნენ:

დამდგმელი რეჟისორი – ნიკოლოზ საბაშვილი
დამდგმელი მხატვარი – ბარბარა ასლამაზიშვილი
ქორეოგრაფი - ანა სანაია
მუსიკალური გამფორმებელი - თამაზ იმნაძე

მონაწილეობენ: პაატა ქვლივიძე, ლუკა ქაჩიბაია, ანა სანაია, ლევან კაციაშვილი, დავით ბერიძე, გიორგი ჯიქურიძე, რუსუდან ქარქაშაძე, ანზორ ჭანკვეტაძე, ნიკა რაზმაძე, გივი რეხვიაშვილი, მარიამ გოცირიძე, ნინო ემრაშვილი, ლიზი სიხარულიძე, თამთა უგრეხელიძე, ქეთი ქაფიანიძე, მარიამ ჯალაბაძე, მარიამ ჭანკვეტაძე

ხანგრძლივობა: 105 წუთი, სპექტაკლი 2 მოქმედებად

0/5
views
1502