დამთავრებულია
ბავშვები
ბიბლუსი კიდსი
01 Mar - 31 Dec 2016
16:00 - 18:00
X

Distance:
Km

"ბიბლუსი კიდსი" წარმოგიდგენთ ბავშვთა საგანმანათლებლო-გასართობ ღონისძიებებს ყოველ შაბათ-კვირას. პროექტის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან ზღაპრებს, გასართობი თამაშების მეშვეობით გაიგებენ ბევრ სიახლეს და საშუალება ექნებათ ახალი მეგობრები შეიძინონ.

 

შაბათს ტარდება კითხვის დღე ბაბილინასთან ერთად. ცნობილი მეზღაპრე პატარა სტუმრებს მოუყვება საინტერესო ქართულ და უცხოურ ზღაპრებს.

 

კვირას კი ბავშვებს უმასპინძლებს პროფესორი ხრინკი და მისი მეგობარი რუდოლფი. ისინი მოაწყობენ სახალისო შემეცნებით თამაშებს, მხიარულ კარაოკეს და სხვა.

 
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, 7 (ბიბლუსი გალერეა)
დრო: 16:00 - 18:00

Biblusi Kids

0/5
views
1346