დამთავრებულია
კონცერტი
ოპერა "ტოსკა"
19:00
X

Distance:
Km

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ ჯაკომო პუჩინის ოპერის პრემიერას "ტოსკა". პიესა დადგმულია ვიქტორიენ სარდუს დრამის მიხედვით. "ტოსკა" - ეს არის ისტორია ტრაგიკულ სიყვარულზე, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ვითარდება. ოპერა სამ მოქმედებიანია.

 

დამდგმელი დირიჟორი - მაურიციო ჩამპი (იტალია)

დამდგმელი რეჟისორი - ჰანს-იოჰაიმ ფრეი (გერმანია)

რეჟისორის ასისტენტი - მარინა გოგიტიძე

მხატვარი და სცენოგრაფი - პეტრე ოკუნევი

დირიჟორი - მამუკა ალაფიშვილი

კონცერტმაისტერები - მარინა ქიქავა, ნინო ჩაიძე, ნანა კვირიკაძე, ნინო ნიშნიანიძე
კაპელის კონცერტმაისტერი - ციური რუსიძე
საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი - მარიამ ჯახუტაშვილი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. მთავარი დირიჟორი - დავით მუქერია
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის ქორმაისტერი - ლელა დოლიძე

ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდი. ხელმძღვანელი და ქორმაისტერი - რუსუდან ბერიძე

 

მონაწილეობენ:

ინგა ჯახუტაშვილი (ფლორია ტოსკა)
ირაკლი კახიძე (მარიო კავარადოსი)
ოთარ ნაკაშიძე (ბარონი სკარპია)
სულხან ჯაიანი (ჩეზარე ანჯელოტი)
ედუარდ გორგილაძე (მღვდელმსახური)
არჩილ გოგიტიძე და მიხეილ გასპარიანი (სპოლეტა)
ლევან მაკარიძე (შარონე)
ასლან დიასამიძე (ციხის ზედამხედველი)
ლარისა გალავარიანი და მარიამ ძნელაძე (მწყემსი)

 
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებში

0/5
views
1198