დამთავრებულია
Art
შუა საუკუნის საგანძური
10:00|18:00
X

Distance:
Km

გამოფენაზე წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.


ექსპონატების შორისაა: ალავერდის ოთხთავი (1054 წ.), თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი, მდიდრული ორნამენტული დეკორით და ძვირფასი ქვებით შემკული, XII-XIII საუკუნეების ვანის ოთხთავი, 1188-1210 წლებში შესრულებული ასტროლოგიური თხზულება "საეტლო და სამთვარიო".

 

ასევე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ხატები, ნაქარგობის ნიმუშები, ქვის, ხის და შუა საუკუნეების სხვა გამორჩეული ექსპონატები.

 

ექსპოზიციაზე ქართული ხელოვნების შედევრებთან ერთად წარმოდგენილია შუა საუკუნეების ის ტექნოლოგიები და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენებოდა მათ შესაქმნელად.

 

გამოფენა გაიხსნება 11 ივნისს.

სამუშაო საათები:

10:00 - 18:00 ყოველდღე, ორშაბათის გარდა

 

museum.ge

0/5
views
1870