დამთავრებულია
Art
გამოფენა "დღის ერთი მეოთხედი"
06 Jul - 31 Aug 2016
10:00|18:00
X

Distance:
Km

გამოფენაზე წარმოდგენილია თამარ მელიქიშვილის 70-მდე მცირე და დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი. მხატვარმა პროექტი დაუკავშირა დროს - მომენტს, როდესაც ის შორდება სინამდვილეს და ტილოზე სხვა, ახალი რეალობის შექმნას იწყებს.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში დამთვალიერებელი იხილავს ადამიანთა სახეებს, რომელთაც აერთიანებთ ემოციები: ვნება, სევდა, გაუცხოება, იდუმალება და სხვა.

 

თამარ მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ფილმების მხატვრად, იყო კინოჟურნალ „სარკმელის" დიზაინერი. გამართული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში.

 

გამოფენა გაგრძელდება 31 აგვისტომდე.

0/5
views
1993