დამთავრებულია
Art
გამოფენა "გახსნილი სამყარო"
10:00|18:00
X

Distance:
Km

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მისი ინსპირაცია არის მიკრო და მაკრო სამყაროები თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით.

 

ხელოვანი ცდილობს გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის. გამოფენაზე  წარმოდგენილი ნამუშევრები კონცეპტუალურად მთლიანად ამ თემას ეხება.

 

ირინა გაბიანი არის ვიზუალური არტისტი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. არტისტი მუშაობს გრაფიკაში, ქმნის როგორც ორგანზომილებიან ნამუშევრებს, ასევე ინსტალაციებს, ქანდაკებას, ვიდეოარტს, პერფორმანსს და ფოტოს.

 

არტისტი მონაწილეობდა არა ერთ არტ-ფესტივალში და მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

 

გამოფენა გაიხსნება 19 ივლისს 18:00 საათზე და გაგრძელდება 30 ივლისამდე.

0/5
views
1216