დამთავრებულია
Art
რეტროსპექტული გამოფენა
X

Distance:
Km

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თემო ჯავახის 140-მდე ნამუშევარი შესრულებული სხვადასხვა მედიაში.

 

მხატვარს შექმნილი აქვს ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ასევე ინსტალაციები, ვიდეო არტი, მხატვრული ობიექტები, პერფორმანსები, ფოტოსურათები და სხვა.

 

თემო ჯავახი ქართული თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ხშირია ნიშნები, ანბანის ცალკეული ასოები, კონტექსტუალური ტექსტები, ციფრები, კარტოგრაფიული სილუეტები, სიმბოლური გამოსახულებები - ერთგვარი შიფრები, რომელთაც გარკვეული გზავნილები მოაქვთ.

 

ავტორის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში, „მ. გელმანის" გალერეის კოლექციაში და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.

 

გამოფენა გაიხსნება 5 აგვისტოს 18:00 საათზე და გაგრძელდება 25 აგვისტომდე.

0/5
views
2412