დამთავრებულია
Art
თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში
28 Nov - 10 Jan 2018
X

Distance:
Km

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრები. მათ დიდი წვლილი მიუძღვის ვიზუალური ხელოვნების და სახელოვნებო პროცესის გარდაქმნაში პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში.

 

ასევე ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის მიერ შექმნილი ამავე პერიოდის ამსახველი ფოტოდოკუმენტაცია.

 

გამოფენა ტარდება პროექტ "თანამედროვე ხელოვნების გალერეა"-ს ფარგლებში. ამის გარდა დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც:

 

5 დეკემბერი (13:00-16:00)

გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია, დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ქართველი ხელოვანები ბერლინში", მრგვალი მაგიდა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში.

12 დეკემბერი (14:00-18:00)

ლექცია "1980-1990 წლების ხელოვნება და გამოფენა"

19 დეკემბერი (16:00-17:00)

ლექცია „კონფლიქტისა და ტრავმის ვიზუალური ინტერფეისი 1980-90-იანი წლების საქართველოში"

 

გამოფენა გაგრძელდება 10 იანვრამდე.

0/5
views
56