დამთავრებულია
თეატრი
"ზამთრის ზღაპარი"
19:00
X

Distance:
Km

„ზამთრის ზღაპარი“ - თავდაპირველად 1623 წელს გამოქვეყნდა და მიეკუთვნებოდა კომედიებს, თუმცა, მოგვიანებით მას შექსპირის გვიანდელი რომანტიზმის ნიმუშად განიხილავდნენ. კრიტიკოსების ნაწილი მას „პრობლემურ პიესად“ მიიჩნევს, რადგან პირველი ნაწილი მძაფრი ფსიქოლოგიური დრამაა, მეორე კი კომედიურია და ბედნიერი დასასრული აქვს. პიესა ქართულ თეატრში არასოდეს სარგებლობდა პოპულარობით, ეს დადგმა კი მცდელობაა, კლასიკურ ნაწარმოებს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ. ახალგაზრდა რეჟისორი და დასი წარმოგიდგენთ თამამ ინტერპრეტაციას, რომელიც რენესანსული ხელოვნებისა და ანტიკური მითოლოგიის მიჯნაზეა, წარმოაჩენს ადამიანის ბუნების სირთულეებსა და ბნელ მხარეებს; ეს არის სიყვარულისა და ეჭვიანობის, საყვარელი ადამიანების დაკარგვისა და დაბრუნების ამბავი.

რეჟისორი — დათა თავაძე

მხატვარი — ქეთი ნადიბაიძე

კომპოზიტორი — ნიკა ფასური

რეჟისორის თანაშემწე — ინგა კაჭახიძე

თარგმანი — დავით გაბუნიასი

რეჟისორის ასისტენტი — გურამ ღონღაძე

მონაწილეობენ:

თამარ მამულაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, დავით ხახიძე, პავლე ნოზაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, რატი გოგუაძე, ნიკა ნანიტაშვილი, გაგა შიშინაშვილი, ანი ზამბახიძე, სალომე მაისაშვილი, გიორგი შავგულიძე, ია ჭილაია, იოსებ ხვედელიძე, ლუკა ქაჩიბაია.

0/5
views
1358