დამთავრებულია
თეატრი
საშობაო სიმღერა
03 Jan, 04 Jan, 05 Jan, 06 Jan, 09 Jan, 10 Jan
20:00
X

Distance:
Km

სპექტაკლი დადგმულია ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვით "საშობაო სიმღერა".

 

მთავარი გმირი - მოხუცი სკრუჯი მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა სიმდიდრის შეგროვებას. მას სძულდა  მეგობრები,  სიყვარული, ბავშვები,  საშობაო დღესასწაულიც კი და ყველაფერი ამქვეყნიური ფულის და ქონების გარდა.

 

ერთ მშვენიერ შობის ღამეს სკრუჯს სამი სული გამოეცხადა. ერთმა წარსულში დააბრუნა, მეორემ აწმყო აჩვენა, მესამემ კი მომავალში ამოგზაურა. ეს დაუვიწყარი შობის ღამე აღმოჩნდა ძუნწი და ბუზღუნა სკრუჯის ახალი და კეთილი ცხოვრების დასაწყისი. 

 

რეჟისორი - ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე, ნინო ჟორჟოლიანი
სცენოგრაფი - ლევან წულაძე, შაკო ჩაგუნავა
კოსტუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი - გია მარღანია
მუსიკალური გაფორმება - ზურა გაგლოშვილი

 

მონაწილეობენ: ბესო ბარათაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ნიკა კუჭავა, თამუნა ბუხნიკაშვილი, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ირმა ბერიანიძე, ვალერი კორშია, ქეთი გეგეშიძე, თემურ კილაძე, ნინო დუმბაძე, ეკა მჟავანაძე, ზაზა იაქაშვილი, ეკა ნიჟარაძე, თეონა ქოქრაშვილი, ბექა გოდერძიშვილი, თენგიზ პაპიძე, ლიკა ქობულაძე, გვანცა კორშია, ლუკა ნერგაძე, გიორგი ქლაინი, ნუცა ტაბატაძე, სანდრო შარაშიძე.

 

ხანგრძლივობა: 120 წუთი
ფასი: 8 ლარიდან
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან biletebi.ge.

0/5
views
67