დამთავრებულია
Art
გივი თოიძის საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა
X

Distance:
Km

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართველი მხატვრის - გივი თოიძის ნამუშევრები. ისინი გამოირჩევა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ინტენსიური კოლორიტითა და მაჟორული გამით. მხატვარი იყენებს სხვადასხვა სამხატვრო ტექნიკას - ზეთი, გუაში, აკრილი, პასტელი, ტუში და სხვა.

 

გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი, პორტრეტი, ჟანრული სურათები, მრავალფიგურიანი კომპოზიციები და მონუმენტური მხატვრობა.

 

გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის მუზეუმებში და კერძო კოლექციებშიც (ტრეტიაკოვის გალერეა, აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი, პიტერ ლუდვიგის გალერეა და სხვა).

 

გამოფენა გაგრძელდება 16 იანვრამდე.

0/5
views
26