ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ცენტრალური თეატრი შეიქმნა 1998 წელს, სამი თეატრის გაერთიანების შემდეგ: ქართული და რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრების და თოჯინების თეატრის გაერთიანებით.


რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი დაარსდა თბილისში 1937 წელს. მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რეჟისორი ნიკოლას მარშაკი, რომელიც ითვლება საბავშვო თეატრის დამფუძნებლად საქართველოში და ამიერკავკასიაში. ამ თეატრში დაიწყო თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მსახიობმა გიორგი ტოვსტონოგოვმა.


ქართული მოზარდ მაყურებელთა თეატრი დაარსდა 1928 წელს, რეჟისორ ალექსადრე თაყაიშვილის მიერ. თეატრთან აქტიურად თანამშრომლობდნენ გამოჩენილი მსახიობები, რეჟისორები და მხატვრები, მათ შორის იყო ცნობილი მხატვარი ელენე ახვლედიანი.


ამჟამად გაერთიანებულ თეატრს აქვს სამი დამოუკიდებელი სცენა: დიდი, მცირე და ექსპერიმენტული - სადაც ძირითადად იდგმება ახალგაზრდა რეჟისორების თანამედროვე დრამატურგია.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 99/1
X
Distance:
Km
მარჯანიშვილი
დიდუბე-ჩუღურეთი
(+995 32) 295 78 74
info@mozardi.ge
  10:00 - 22:00
მოცულობა: B: 383 M: 90 S: 45
ივენთები ამ ადგილას
From - 19/12/2017
51
From - 21/12/2017
1098
From - 07/12/2017
1534
From - 13/12/2017
1549
From - 10/01/2018
1375
From - 05/12/2017
1577
ჭავჭავაძის გამზირი 36ა
ქუთაისის 11
თამარაშვილის შესახვევი 1