მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი დაარსდა 1934 წელს რეჟისორების მიხეილ ჭიაურელის და დავით (დუდე) ძნელაძის მიერ, ქართული მობილური მუსიკისა და დრამის თეატრ ,,მუშკოოპ-თეატრის” საფუძველზე.

1935 წელს მუსიკალური კომედიის თეატრმა სახელმწიფო სტატუსი მიიღო, ხოლო 1947 წელს მას მიენიჭა პირველი ქართველი კომიკოსი მსახიობის - ვასო აბაშიძის საპატიო სახელი. 2005 წლიდან თეატრი ცნობილია როგორც ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი. 

თეატრი  წარმოადგენს  შთამბეჭდავ და სანახაობრივ სპექტაკლებს, რომლებშიც მონაწილეობენ პოპულარული ახალგაზრდა მსახიობები, მათ შორის არიან ნანკა კალატოზიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ბუბა გოგორიშვილი.

თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი -  დავით დოიაშვილი.

მუსიკისა და დრამის თეატრი
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 182
X
Distance:
Km
მარჯანიშვილი
დიდუბე-ჩუღურეთი
(+995 32) 234 80 90
info@musictheatre.ge
ივენთები ამ ადგილას