სამეფო უბნის თეატრი დაარსდა 1997 წელს. დამაარსებლები - მსახიობთა ოჯახი: იზა გიგოშვილი, მისი მეუღლე მერაბ თავაძე და მათი ვაჟი, ახალგაზრდა მსახიობი - ნიკა თავაძე.

იზა გიგოშვილი (1938-2003) - მსახიობი, სსრკ სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი. 2003 წლამდე -  სამეფო უბნის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

მერაბ თავაძე - მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი,  საქართველოს სახალხო არტისტი, კინოკომპანია "იბერია–ფილმის“ პრეზიდენტი.

სამეფო უბნის თეატრი ძირითადად ანტრეპრიზის თეატრია. სპექტაკლებში მუდმივ დასთან ერთად თამაშობენ მოწვეული მსახიობები.

2004 წელს თეატრში შეიქმნა თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნო. თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან რეჟისორები: თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე; მხატვრები: გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზიშვილი; მსახიობები: იზა გიგოშვილი, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, და სხვ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის მერაბ თავაძე.

სამეფო უბნის თეატრი
თბილისი, გია აბესაძის 10
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ძველი თბილისი
(+995 32) 299 61 71
info@rdt.ge
  20:00 - 22:30 შაბ. - კვი.  12:00 - 00:00
მოცულობა: 189
ივენთები ამ ადგილას
მარჯანიშვილის 7
უნივერსიტეტის 2
ვაჟა-ფშაველას 20
მაზნიაშვილის 27