შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - ერთ-ერთი წამყვანი თეატრია საქართველოში. ის დაარსდა 1921 წელს, 1920 წლიდან არსებულ სახელმწიფო დრამატული თეატრის საფუძველზე. 1922 წელს თეატრის რეჟისორად ალექსანდრე ახმეტელი დაინიშნა, რომელიც 1926 წლიდან ხელმძღვანელობდა თეატრს.


 თეატრის ნაგებობა აშენდა 1901 წელს არქიტექტორ ალექსანდრ შიმკევიჩის და ინჟინერ კორნელიუს ტატიშვილის მიერ. თავდაპირველად, შენობაში იყო საკონცერტო დარბაზი და რესტორანი, სადაც ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები და წარმოდგენები. 1919 წელს თეატრის ფოიე მოიხატა ცნობილი მხატვრების - ლადო გუდიაშვილის, სიგიზმუნდ ზიგას, დავით კაკაბაძის და სერგეი სუდეიკინის მიერ. 1949 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად  შენობა მთლიანად  დაინგრა. მრავალრიცხოვანი სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მოხერდა მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენა  უნიკალური ფრესკებისა და პანელების.


საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - ბუმბერაზი მსახიობების და რეჟისორების თეატრია, აქ იდგმება სრულიად განსხვავებული მიმართულების და ჟანრების სპექტაკლები. უილიამ შექსპირის პიესა "ოტელო" ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.


თეატრის დირექტორია - ცნობილი ქართველი თეატრალური მოღვაწე რობერტ სტურუა.

რუსთაველის თეატრი
თბილისი, რუსთაველის 17
X
Distance:
Km
რუსთაველი
ძველი თბილისი
(+995 32) 272 68 68
info@rustavelitheatre.ge
  19:00 - 22:00
მოცულობა: B:786 M: 300 S: 182
ივენთები ამ ადგილას