1920 წელს საზოგადო მოღვაწემ და მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ ეროვნული გალერეა დაარსა. აქ განთავსდა XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა, რუსული, დასავლეთ ევროპული,  ირანული  და ქართული მხატვრობის ნიმუშები.

 

1933 წელს, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით გადაწყდა ეროვნული გალერეის მთელი საგანძური მეტეხში განთავსებულიყო. იმ დროისათვის გალერეა 6000 ექსპონატს ფლობდა. დიმიტრის ოცნებად ქონდა ეროვნული გალერეის "საქართველოს ლუვრად" ქცევა.

 

1988 წელს შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება „სურათების ეროვნული გალერეა". გაერთიანების მთავარ ინსტიტუციად თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმის ექსპოზიცია ეროვნული გალერეის შენობაში განთავსდა. 

 

2007 წელს გალერეა შევიდა ქართული ეროვნული სამუზეუმო კომპლექსის შემადგენლობაში. გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და სუვენირების მაღაზია.

ეროვნული გალერეა
თბილისი, რუსთაველის 11
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ძველი თბილისი
(+995 32) 215 73 00
info@museum.ge
  10:00 - 18:00
ივენთები ამ ადგილას
There are no events now