თბილისის რუსული დრამატული თეატრის ისტორია სათავეს იღებს XIX საუკუნეში. 1845 წელს მეფისნაცვალმა თავადმა მიხეილ ვორონცოვმა დაარსა პირველი რუსული თეატრი. მაგრამ 1855 წელს, ხელისუფლების შეცვლამ გამოიწვია თეატრის გაუქმება და როგორც რუსული, ისე ქართული დასის დაშლა.

 

1880-ან წლებში, პიტოევის სახლში გაიხსნა თეატრი, რომელიც იტევდა 300 მაყურებელს. მისი დასის მსახიობებმა შექმნეს ტფილისის მხატვრული თანამეგობრობა, რომლისგანაც 1901 წელს შეიქმნა დრამატული თეატრი. თეატრის პირველი დადგმა იყო ალექსანდრე გრიბოედოვის პიესა - "ვაი ჭკუისაგან".

 

1931 წელს თეატრს ეწოდა - თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი, ხოლო 1934 წელს მიენიჭა დიდი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის - ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი.

 

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი სხვადასხვა წლებში იყო ადგილი, სადაც მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი შემოქმედი ხელოვანი: ვსევოლოდ მეიერჰოლდი, კოტე მარჯანიშვილი, გიორგი ტოვსტონოგოვი, პეტრე ფომენკო, გიზო ჟორდანია. თეატრის სცენამ უმასპინძლა ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს, ალექსანდრე იუჟინს, ვერა კომისარჟევსკაიას.

 

თეატრის დირექტორი არის - ავთანდილ ვარსიმაშვილი.

გრიბოედოვის თეატრი
თბილისი, რუსთაველის 2
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ძველი თბილისი
(+995 32) 293 11 06
griboedovtheatre170@gmail.com
ივენთები ამ ადგილას