კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის ისტორია ქუთაისში დაიწყო, სადაც 1928 წელს გაიხსნა მეორე სახელმწიფო დრამატული თეატრი. თეატრის დამაარსებელი იყო - კოტე მარჯანიშვილი (კონსტანტინე მარჯანოვი).

 

კონსტანტინე (კოტე) მარჯანიშვილი (1872-1933) - რეჟისორი, თეატრის და კინოს მსახიობი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. ის მუშაობდა ა. ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრში, ხელმძღვანელობდა ცნობილ თეატრს "ბუფფ"-ს პეტროგრადში (პეტერბურგი), და 1920 წელს დაარსა კომიკური ოპერის თეატრი, ხელმძღვანელობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს.

 

1930 წელს, მეორე სახელმწიფო დრამატული თეატრი გადავიდა ქუთაისიდან თბილისში. 1933 წელს, თეატრს დამფუძნებელის, კ. მარჯანიშვილის, სახელი ეწოდა.

 

თეატრის სპექტაკლები იდგმებოდა 12 ენაზე, და მის სცენაზე თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ ჭავჭავაძე, უშანგი ჩხეიძე, შალვა ღამბაშიძე, დოდო ანთაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.

 

დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ერთ ერთი წამყვანი თეატრი საქართველოში.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის ლევან წულაძე.

მარჯანიშვილის თეატრი
თბილისი, მარჯანიშვლის 8
X
Distance:
Km
მარჯანიშვილი
დიდუბე-ჩუღურეთი
(+995 32) 2 95 35 82
info@marjanishvili.com
  12:00 - 20:00
მოცულობა: B: 438 M: 130 S: 102
ივენთები ამ ადგილას
From - 27/02/2018
180
Date - 14/03/2018
176
From - 24/02/2018
1319
Date - 25/02/2018
1213
ინგოროყვას 10
დიღმის მასივი, კვ. 6, მაიაკოვსკის ძეგლთან