მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაიას ინიციატივით დაარსდა. 

 

მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლია და 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი და სხვა. 

 

მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახავი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილი და კერამიკული მასალა. სულ მუზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული. მუზეუმი გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ხალხურ ფესტივალებსა და გამოფენებს მთელი წლის განმავლობაში. 

ეთნოგრაფიული მუზეუმი
თბილისი, კუს ტბის გზა 1
X
Distance:
Km
ვაჟა-ფშაველა
ვაკე-საბურთალო
(+995 32) 272 90 45
info@museum.ge
  10:00 - 18:00
ივენთები ამ ადგილას
ლისის ტბა
მცხეთის ქუჩა 8
ბელიაშვილის ქუჩა