სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი.


საქართველოს ისტორიის მუზეუმი ინახავს ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას: 40 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ნაშთებს, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანათა და შუასაუკუნეების მდიდარ არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ კოლექციებს.


1865 წელს კავკასიის მუზეუმად ჩამოყალიბებულს, თავისი არსებობის რთული ისტორიის განმავლობაში არაერთხელ უცვლია სახელი: 1919 წელს საქართველოს მუზეუმი ეწოდა, 1947 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი. 2004 წელს მუზეუმი შევიდა ქართული ნაციონალური სამუზეუმო კომპლექსის შემადგენლობაში, ხოლო 2011-ში რესტავრაციის და მოდერნიზაცის შემდეგ, კვლავ გაუღო კარი დამთვალიერებელს.


1921 წელს ბოლშევიკური ძარცვის შიშით გადაწყდა არტეფაქტების გადატანა თბილისიდან ქუთაისში და შემდგომ ბათუმში. მაგრამ საბოლოოდ 248 ყუთი გაგზავნილ იქნა საფრანგეთში. მიუხედავად მრავალი შეფერხებისა და პრობლემებისა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ექვთიმე თაყაიშვილმა შეინარჩუნა და დააბრუნა საგანძური საქართველოში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს.

საქართველოს მუზეუმი
თბილისი, რუსთაველის 3
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ძველი თბილისი
(+995 32) 299 80 22
info@museum.ge
  10:00 - 18:00
ივენთები ამ ადგილას
There are no events now
ჩოლოყაშვილის 3/5
ფალიაშვილის 32ა
ყიფშიძის 5ა
ბესიკის 4