1

    ლისის ტბა – მცირე ზომის ტბა თბილისის შემოგარენში, მდებარეობს მდინარე მტკვრის დაბლობში. ფართი 800x500 მეტრზე. ლისის ტბაზე ბინადრობენ წყალში მცურავ ფრინველთა სხვადასხვა სახეობა: გარეული იხვი, რუხიყანჩა, მწყერჩიტა, ჭაობის ძერა, მყივანი არწივი, ჩვეულებრივი კაკაჩა და მარჯანი.


    ლისის ტბის შემოგარენი ბალნეო–პელოიდური კურორტია, რომელსაც საბჭოთა დროში უწოდებდნენ ''წითელი პარტიზანების პარკს''. ეს ადგილი ითვლება ყველაზე ეკოლოგიურად სუფთად ქალაქში, გამორჩეული უნიკალური თბილი ხმელთაშუაზღვის მიკროკლიმატით.


    ტბის გარშემო განლაგებულია სარბენი და ველო ბილიკები, სტადიონი მინი ფეხბურთისათვის, ფიფას სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა სათამაშო მოედნები.


    აქ ფუნქციონირებს ახალი, თანამედროვე აბანო"Lisi Bath", სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ მასაჟით და სამკურნალო გოგირდი ან იწყლებით, რომელთა ტემპერატურა აღწევს 40–50 ºC გრადუსს.


    ტბის ნაპირზე მუშაობს ღია კაფე, ნავების გასაქირავებელი პუნქტი და კეთილმოწყობილი პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის.


    ლისის ტბა
    თბილისი, ლისის ტბა
    X
    Distance:
    Km
    ვაჟა-ფშაველა
    ვაკე-საბურთალო
    ივენთები ამ ადგილას
    There are no events now
    ყიფშიძის 2
    ტაბიძის 15
    ჭავჭავაძის 33
    ზანდუკელი 27