თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაარსდა 1917 წელს სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე და 1924 წელს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდანკი უნიკალური ტენორის, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის ვანო სარაჯიშვილის (1879-1924) სახელს ატარებს.


კონსერვატორიის ნაგებობა შექმნილია 1904 წელს არქიტექტორ ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით. შენობის ფასადი რენესანსის და ბაროკოს ელემენტებს შეიცავს, ფოიეს ინტერიერი კი მოდერნის სტილშია შექმნილი.


სარაჯიშვილის კონსერვატორიაში განთავსებულია დიდი, მცირე და კამერული საკონცერტო დარბაზები.კონსერვატორია ასევე ფლობს საკუთარ ბიბლიოთეკას და მუზეუმს.


კონსერვატორიაში იმართება მუსიკალურ- თემატური საკონცერტო საღამოები და ასევე საოპერო დადგმები კონსერვატორის სტუდენტების მონაწილეობით.


კონსერვატორიაში სწავლობდნენ გია ყანჩელი, ნანი ბრეგვაძე, მიქაელ თარივარდიევი, ანდრია ბალანჩივაძე, ნინო მაჩაიძე და ანა კიკნაძემ. კონსერვატორიის სცენაზე გამოდიოდნენ გამოჩენილი ოპერის მომღერლები როგორებიც არიან პაატა ბურჭულაძე და ზურაბ ანჯაფარიძე.


კონსერვატორიის უმაღლესი სასწავლებლის რექტორია პროფესორი რეზო კიკნაძე.  

თბილისის კონსერვატორია
თბილისი, გრიბოედოვის 8-10
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ვაკე-საბურთალო
(+995 32) 293 46 24
info@conservatoire.edu.ge
ივენთები ამ ადგილას