თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს, გამოჩენილი ქართველი დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ კახიძის (1936 - 2002) ინიციატივით.


ცენტრი მდებარეობს კინოთეატრ ,,ამირანის'' ყოფილ შენობაში. შენობის ძველ ფოიეს მიაშენეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკონცერტო დარბაზი. 2002 წელს, თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და მის მიმდებარე ბაღს ჯანსუღ კახიძის სახელი მიენიჭა.


ცენტრში იმართება თბილისის სიმფონიური ორკესტრის, კლასიკური და ინსტრუმენტალური მუსიკის კონცერტები, ეწყობა სხვადასხვა მუსიკალური სკოლებისა და სასწავლებლების გამოსვლები, ტარდება ცნობილი და გამოცდილი მუსიკოსების მასტერკლასები. 



თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის პრეზიდენტი და სამხატვრო ხელძღვანელია კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

კახიძის მუსიკალური ცენტრი
თბილისი, აღმაშენებლის გამზ 123/125
X
Distance:
Km
მარჯანიშვილი
დიდუბე-ჩუღურეთი
(+995 32) 296 22 07
info@kakhidzemusiccenter.com
ივენთები ამ ადგილას