1

    თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს, დედაქალაქის მთავარი არქიტექტორის (1959-1972 წლებში), ივანე ჩხენკელის მიერ.შენობის პროექტმა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.


    თავდაპირველად, საკონცერტო დარბაზს "სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი" ერქვა, ამიტომ, თბილისელები ჩვეულებისამებრ მას უბრალოდ - "ფილარმონიას" უწოდებენ.


    სრულად შემინული, ცილინდრის ფორმის, მასიური შენობა, 2 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. მშენებლობის დამთავრების შემდეგ მის წინ დაიდგა მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება - "მუზა".


    თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება ქალაქის ძირითადი ღონისძიენანი: კონცერტები, კონკურსები და სატელევიზიო პროექტები, მუსიკალური გადაცემები და ფესტივალები. "ფილარმონია" ტრადიციულად თბილისის ჯაზის ფესტივალის ძირითადი მოედანია.

    Tbilisi Concert Hall
    თბილისი, მელიქიშვილის 1
    X
    Distance:
    Km
    რუსთაველი
    ვაკე-საბურთალო
    +995 32 2987682
    მოცულობა: 2000
    ივენთები ამ ადგილას
    There are no events now
    მელაშვილის 1
    ისტ პოინტი
    მოსაშვილის 1
    ერეკლე II 8/10