ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი შეიქმნა 2004 წელს, ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, ბათუმის სახელმწიფო კაპელას, ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის, და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის გაერთიანების შედეგად. 2007 წელს ცენტრის შემადგენლობაში შევიდნენ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდია და კვარტეტი ''ნოტა''.


2011 წელს მუსიკალური ცენტრის შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩატარდა. ბათუმის მუსიკალური ცენტრისთანამედროვე არქიტექტურული ანსამბლი შექმნილია ვახტანგ ხმალაძის პროექტის მიხედვით.


მუსიკალურ ცენტრში იმართება სხვადასხვა კონცერტები, საესტრადო, ჯაზის, კლასიკური და საოპერო მუსიკის საღამოები, მიუზიკლები და სხვა წარმოდგენები.

ბათუმის მუსიკალური ცენტრი
ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1
X
Distance:
Km
(+995 422) 27 62 40
info@muscenter.ge
ივენთები ამ ადგილას